თარგმანი

Tuesday, December 11, 2012

ზ ვ ა ვ ი


ზვავი - მთის ფერდობზე მოძრავი თოვლის მასა.
ზვავი სტიქიური, ხშირად კატასტროფული მოვლენაა. იგი უპირველეს ყოვლისა, მთებთანაა დაკავშირებული. ზვავის ჩამოსვლისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობა იქმნება თუ: თოვლის საფარი აღემატება 20 სმ-ს, მთის ფერდობის დახრილობა მერყეობს 15-დან 50 გრადუსამდე და ტერიტორიაზე არ არის ტყე. ყველაზე ხელსაყრელი ვითარება ზვავის ჩამოწოლისათვის იქმნება 300-400-ით დახრილ ფერდობებზე და მაშინ, როცა ერთ დღის განმავლობაში 10 სმ-ზე მეტი თოვლი მოდის. ზვავი გარკვეული სისქის თოვლის საფარის ჩამოყალიბებასთანაცაა დაკავშირებული, ამიტომ მათი მოქმედება ძირითადად ზამთრის თვეებშია მოსალოდნელი. პერიოდს, როცა მოსალოდნელია ზვავის გააქტიურება,ზვავსაშიში ეწოდება.
ზვავსაშიში პერიოდების გეოგრაფია დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. ჩრდილოეთი ნახევარსფეროსსუბტროპიკული და ზომიერი სარტყლის მთებში ეს პერიოდი იანვრიდან მაისამდე გრძელდება. მარტამდე ჩამოსული ზვავები ძირითადად მცირე და ნაკლებად სახიფათოა.


გამოყენებული საიტი: 
http://www.wikipedia.org/

მ ე წ ყ ე რ ი



 მიწის მასების ან ქანების ფენის მოწყვეტა და გადაადგილება მთის კალთაზე ან ფერდობზე სიმძიმის ძალის გავლენით.


 მეწყერი უფრო ხშირად იქ წარმოიქმნება, სადაც 

წყალშემკავებელი (თიხოვანი) და წყლიანი (მაგ., ქვიშა-
ხრეშიანი) ქანები ერთმანეთს ენაცვლება და შრეთა დაქანება კალთის დაქანების თანხვედრილია. მეწყერის მიზეზია ქანების წონასწორობის დარღვევა, რასაც იწვევს ფერდობის ძირის გამორეცხვა, გამოფიტვის ან გადამეტტენიანების გამო ქანებისსიმტკიცის შესუსტება, სეისმური ბიძგები, ადამიანის სამეურნეო საქმიანობა ადგილის გეოლოგიური პირობების გაუთვალისწინებლად და სხვ. მეწყერი დიდ ზიანს აყენებს სახალხო მეურნეობას. მასთან ბრძოლის ეფექტური საშუალებაა მთის კალთების გატყიანება, საინჟინრო ნაგებობებით გამაგრება, დრონაჟი და სხვა.
გამოყენებული საიტი:http://www.wikipedia.org/

ვ უ ლ კ ა ნ ი



 გეოლოგიური წარმონაქმნი, რომელიც შექმნილია დედამიწის ზედაპირზედედამიწის ქერქიდან ამოფრქვეული ლავის გადაადგილების და გაცივების შედეგად. განასხვავებენ მოქმედ და ჩამქრალვულკანებს. ვულკანუსი რომაული მითოლოგიით ცეცხლისა და სამჭედლო საქმის მფარველ ღმერთს ეწოდებოდა.
ბუნებრივი კატასტროფებიდან ვულკანური მოვლენები ყველაზე საშინელი შედეგებით გამოირჩევა. ვულკანური რელიეფი კარგად გამოხატული რამდენიმე ნაწილისგან შედგება. მათგან თვალსაჩინო ვულკანური კონუსი და კრატერია (ზედა ნაწილზე არსებული წრიული ჩაღრმავება), რომლის შიგნით ვულკანის კერა და ყელი მდებარეობს. მისი დიამეტრი რამდენიმე კილომეტრსაც კი შეიძლება აღწევდეს. ვულკანის ყელი, ჩვეულებრის, ვერტიკალური მიმართულებისაა, თუმცა ძალზე საშიშია როცა იგი მიმართულებას იცვლის და ვულკანი საკუთარი კონუსის ფერდობიდან გამოაფრქვევს ლავას.
აფეთქების სიძლიერის მიხედვით ვულკანი სამი სახისაა: შედარებით მშვიდი, ძლიერი და ძალიან ძლიერი.
ვულკანიდან ნივთიერება სამ მდგომარეობაში ამოიფრქვევა: თხევადია - ლავა, მყარია - ვულკანური ფერფლი, მტვერი, ტალახი და ქვები, გაზობრივი - წყლის ორთქლი, ნახშირორჟანგი და სხვა. გავარვარებული ლავა სწრაფად მოძრაობს ვულკანის მთის ფერდობზე, ანადგურებს ყოველივე ცოცხალს, ფარავს და ასწორებს ხმელეთის ზედაპირს. ვულკანის ამოფრქვევისას, ფერფლთან და მტვრის უწვრილეს ნაწილაკებთან ერთად, ხშირად დიდი მოცულობისა და რაოდენობის მყარი მასალაც გამოიტყორცნება, რაც ლავაზე არანაკლებ საშიშია.
დედამიწაზე ასეულობით (1300-ზე მეტი) მოქმედი ვულკანია, რომელთა უმეტესობა მსოფლიო ოკეანის წყალქვეშაა. ხმელეთზე ვულკანების რაოდენობით გამოირჩევა ინდონეზიის კუნძულები. აქ 200 ვულკანია, რომელთა 2/3 მოქმედებს კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში. ინდონეზიაში, ზონდის კუნძულებს სუმატრასა და იავას შორის, მდებარეობს ვულკანური წარმოშობის კუნძული კრაკატუ. 1883 წელს კრაკატაუ ამოიფრქვა. ვულკანის ხმა ავსტრალიაშიც კი ისმოდა, რომელიც კრაკატუდან 5 000 კმ-ით არის დაშორებული. დღეს მის ადგილზე ახალი ვულკანია, რომელსაც კრაკატუს შვილს ეძახიან.
გამოყენებულია საიტი:http://www.wikipedia.org/

წ ყ ა ლ დ ი დ ო ბ ა


წყალდიდობა არის ტერიტორიის მნიშვნელოვანი დატბორვა მდინარეში,ტბაში, ზღვაში, წყლის დონის აწევის შედეგად,რაც გამოწვეულია წყლის უხვი მოდინებით, თოვლის დნობით,თავსხმა წვიმებით ან ქარებისგან წყლის მორეკვით,მდინარის ჩახერგვით და სხვა მოვლენებით. ხმელეთი შეიძლება დაიტბოტროს მდინარეებით ან ზღვით,ამიტომ გამოყოფენ სამდინარე და საზღვაო წყალდიდობებს. წყალდიდობა საშიშროებას უქმნის დედამიწის ¾ ნაწილს. წყალდიდობების შედეგად იღუპება ათასობით ადამიანი,ხოლო მისგან მიყენებული მატერიალური ზარალი უფრო მნიშვნელოვანია სხვა კატასტროფებთან შედარებით.კერძოდ: დანგრეული დასახლებული პინქტები, დამხრჩვალი საქონელი,ეროზირებული და დასილული მიწები,სხვადასხვა სახის ავადმყოფობა და შიმშილი.
ადამიანებს მდინარის კალაპოტი ხშირად ეშლებათ მდინარის ხეობაშ.კალაპოტი ეს არის მდინარის ბუნებრივი ღარტაფი,რომელშიც წყალი მიედინება წლის დიდ ოერიოდში. მდინარის ხეობაში კი შედის მისი კალაპოტი და ფართო ჭალა. ჭალა ეწოდება მდინარის მიერ დატბორილ ან დაჭაობებული ხეობის ნაწილს.როცა კალაპოტს აქვს რამდენიმე ათეული ან ასეული მეტრის სიგანე,ხეობის სიგანე აღწევს ათობით კილომეტრს. მდინარის კალაპოტში წყლის დონე იცვლება წელიწადის სეზონისა და ამინდის მიხედვით. პერიოდულად მდინარეები გადმოდიან ნაპირებიდან და ტბორავენ ჭალებს,რასაც ეწოდება წყლის მოვარდნა.
როცა დატბორილ ტერიტორიაზე წყლის სიმაღლე მიაღწევს 1 მეტრს,ხოლო წყლის მოდენის სიჩქარე გადააჭარბებს 1 მ/წმ-ში ადამიანებს ემუქრება საშიშროება. წყლის აწევა 3 მეტრის სიმაძლეზე უკვე იწვევს სახლების ნგრევას. წყალდიდობის დროს წყლის ნაკადის სიჩქარე აღწევს 5 მ/წმ-ში.მდინარეების სათავეებთან ახლოს ნაკადის სიჩქარე გაცილებით მეტია. წყლის დონის დავარდნის შემდეგ წყალი ჭალებში 

გამოყენებულია საიტი:https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/bunebrivi-katasteopebi-ge/tsqaldidobebi

მ ი წ ი ს ძ ვ რ ა


ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული დედამიწის ზედაპირის რხევა. მიწისძვრების უმრავლესობა სუსტია, ხშირად შეუმჩნეველია ადამიანებისათვის და არანაირ ზიანს არ იწვევს. ზოგი მათგანი კი იწვევს დიდ ნგრევას, რასაც ხანდახან თან ახლავს მსხვერპლი. მიწისძვრის სიძლიერე რიხტერის სკალით იზომება. მიწისძვრა ძირითადად, ტექტონიკური პროცესებით არის გამოწვეული. მიწისძვრის კერა დედამიწის წიაღის იმ უბანს წარმოადგენს, სადაც ქანებში დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი ენერგიის განტვირთვა ხდება. მიწისძვრის სიძლიერე მაგნიტუდით(ტალღების საერთო ენერგიით)და ბალებით ფასდება. ბალის სიდიდე კერის სიღრმესა და მაგნიტუდაზეა დამოკიდებული. დედამიწაზე ორი ძირითადი სეისმური სარტყელია ცნობილი: ალპურ-ჰიმალაური და წყნაროკეანური. საქართველოსტერიტორია, როგორც კავკასიის სეისმური რეგიონის განუყოფელი ნაწილი, ალპურ-ჰიმალაურ სეისმოაქტიურ სარტყელს მიეკუთვნება. ჩვენი ქვეყნის ტერიტორია მოსალოდნელი მიწისძვრების სიძლიერით და თამდევი უარყოფითი შედეგებით, ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია და 7-9 ბალიანი მიწისძვრების რისკის ზონაშია მოქცეული. მიწისძვრას ხშირად თან სდევს მის მიერ პროვოცირებული სხვა სიქიური მოვლენები: ცუნამიმეწყერიზვავებიღვარცოფიხანძარი და სხვა.
გამოყენებულია საიტი:http://www.wikipedia.org/

ქ ა რ ი



ჰაერის მოძრაობა ატმოსფეროში დედამიწის ზედაპირის თითქმის პარარელურად. ჩვეულებრივ, ქარში გულისხმობენ ამ მოძრაობის ჰორიზონტალურ მდგენელს, ზოგჯერ — ვერტიკალურსაც. მეტწილად ვერტიკალური მიმართულებით ჰაერის მასების მოძრაობის სიჩქარეზე ჰორიზონტალურზე ნაკლებია და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში აღწევს მნიშვნელოვან სიდიდეს: ღრუბლებში ძლიერ განვითარებული კონვექციის დროს ან მთის კალთებზე ჰაერის დაშვებისას.

საშუალო სტანდარტებით ქარად ითვლება ჰაერის ნაკადი, რომლის სიჩქარეა 0.6 მ/წმ.

ქარები დიდ ფართობზე წარმოიქმნება და ქმნის ვრცელ საჰაერო დინებას _ მუსონს, პასატებს, რომლიდანაც შეიკრება ატმოსფეროს საერთო და ადგილობრივი ცირკულაცია.


ქარი წარმოიქმნება ატმოსფერული წნევის არათანაბარი განაწილების შედეგად და მაღალი წნევის ზონიდან შედარებით დაბალი წნევის ზონისკენ მიიწევს. წნევის არათანაბარი ცვლილების გამო ქარის სიჩქარე და მიმართულება სივრცეში გამუდმებით იცვლება. ქარის სიჩქარე ხახუნის ძალის შესაბამისად იკლებს ან იმატებს.


.
ქარის სიჩქარის ვიზუალური შეფასებისთვის გამოიყენება ბოფორტის სკალა. ქარის სიჩქარეზე მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად იქმნება გრაფიკი, ვექტორული დიაგრამა _ “ქარის ვარდები“

გამოყენებულია საიტი:http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98