თარგმანი
Tuesday, December 11, 2012
ქ ა რ ი
ჰაერის მოძრაობა ატმოსფეროში დედამიწის ზედაპირის თითქმის პარარელურად. ჩვეულებრივ, ქარში გულისხმობენ ამ მოძრაობის ჰორიზონტალურ მდგენელს, ზოგჯერ — ვერტიკალურსაც. მეტწილად ვერტიკალური მიმართულებით ჰაერის მასების მოძრაობის სიჩქარეზე ჰორიზონტალურზე ნაკლებია და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში აღწევს მნიშვნელოვან სიდიდეს: ღრუბლებში ძლიერ განვითარებული კონვექციის დროს ან მთის კალთებზე ჰაერის დაშვებისას.
საშუალო სტანდარტებით ქარად ითვლება ჰაერის ნაკადი, რომლის სიჩქარეა 0.6 მ/წმ.
ქარები დიდ ფართობზე წარმოიქმნება და ქმნის ვრცელ საჰაერო დინებას _ მუსონს, პასატებს, რომლიდანაც შეიკრება ატმოსფეროს საერთო და ადგილობრივი ცირკულაცია.
ქარი წარმოიქმნება ატმოსფერული წნევის არათანაბარი განაწილების შედეგად და მაღალი წნევის ზონიდან შედარებით დაბალი წნევის ზონისკენ მიიწევს. წნევის არათანაბარი ცვლილების გამო ქარის სიჩქარე და მიმართულება სივრცეში გამუდმებით იცვლება. ქარის სიჩქარე ხახუნის ძალის შესაბამისად იკლებს ან იმატებს.
.
ქარის სიჩქარის ვიზუალური შეფასებისთვის გამოიყენება ბოფორტის სკალა. ქარის სიჩქარეზე მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად იქმნება გრაფიკი, ვექტორული დიაგრამა _ “ქარის ვარდები“
გამოყენებულია საიტი:http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment